მთელი წელი ბუნებასთან

ჩვენს შესახებ



სამყაროს შემეცნება დაბადებიდან იწყება. ყოველ წამს ცვალებად გარემოში მიმდინარე მოვლენების და ცვლილებების შემჩნევა მხოლოდ მასზე მუდმივი დაკვირვებით არის შესაძლებელი. ბუნებაში ხომ ყველაფერი უნიკალური და გასაოცარია და ბადებს უამრავ შეკითხვას:

  • როგორ არის ის მოწყობილი??
  • რატომ არის ასეთი მრავალფეროვანი?
  • რა ურთიერთკავშირია ჩვენსა და გარემომცველ სამყაროს შორის?
  • რა ურთიერთკავშირი არსებობს გარემოს ცალკეულ კომპონენტებს შორის?
  • რა გავლენას ვახდეთ ჩვენ ერთმანეთზე?
  • როგორი იქნება ჩვენი მომავალი?

ECOSCOPE-ს გუნდი გთავაზობთ შემეცნებით/სათავგადასავლო პროგრამებს ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. ხილულ თუ აქამდე უხილავ, უცნობ სამყაროში მოგზაურობისას თქვენ საკუთარი თვალით ნახავთ, ხელით შეეხებით, დააკვირდებით და აღმოაჩენთ ობიექტებსა თუ მოვლენებს, რომელზეც აქამდე არც კი გიფიქრიათ. მიხვდებით საიდან იღებს სათავეს თავგადასავლებით და აღმოჩენებით სავსე მეცნიერების ისტორია.
საგანამანათლებლო ცენტრი მუშაობს სხვადასხვა მიმართულებებით. ჩვენ ვქმნით საექსკურსიო და საბანაკე პროგრამებს. გთავაზობთ სათავგადასავლო ტურებს და სამეცნიეო ექსპედიციებს დამწყები მკვლევარებისთვის. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი თემა ან ერთად შევქმნათ ახალი, თქვენთვის საინტერესო პროგრამა. დარეგისტრირდით და შეაღეთ სამყაროს შემეცნების კარი!